1.პროექტის სახელი:ღვინო და სასმისი საქართველოში
2.პროექტის მოკლე აღწერა1-2 წინადადებით:პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში არსებულ უძველეს ვაზის ჯიშებს,ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს და ღვინის სამკურნალო თვისებებს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს,განსაზღვრავენ ღვინის სმის კულტურას,თამადობის ინსტიტუტს საქართველოში.
გამოიკვლევენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ უძველეს თასებს,ფიალებს,ყანწებს და ა.შ.
გაეცნობიან მეთუნეობის ისტორიას,რადგან იგი კავშირშია სასმისის ისტორიასთან. შესაძლოა აღინიშნოს თიხის ჭურჭლის უპირატესობა დგევანდელ ჭურჭელთან მიმართებაში.
მოიძიებენ ინფორმაციას ღვინის,მევენახეობის მფარველი ღვთაებების შესახებ. ასევე ლექსებს,ძველ თქმულებებს,ისტორიულ ფაქტებს,სადაც ნათლად ჩანს ღვინის სიკეთე.
გაეცნობიან ვაზის ბიოლოგიურ და ღვინის ქიმიურ შემადგენლობას.ჩაატარებენ პატარა საცდელ ექსპერიმენტალურ ლაბორატორიულ გამოკვლევას და დაადგენენ რა და რა თვისებები ახასიათებთ ვაზსა და ღვინოს.
გაეცნობიან ვაზის მიერ წარმოებულ პროდუქციას:ჩურჩხელას,თათარა-ფელამუშს,ქიშმიშს, მაჭარს და ა.შ.
შეეცდებიან გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას და დაცვას,მათ სააშკარაოზე გამოტანას. წარმოაჩენენ იმ ღვაწლმოსილ პირებს,რომლებმაც შემოგვინახეს და გადაარჩინეს ეს ტრადიციები.
4.მონაწილეთა ასაკი: 12-13წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობებ კლასში: დისკუსია,ინტერვიუ,კომპიუტერთან მუშაობა,თანამშრომლობა,მუზეუმში გასვლა,ფოტო მასალის გაკეთება,წყაროებზე მუშაობა,ექსკურსია,მეღვინეებთან შეხვედრა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო-ალბომი,ვიდეო მასალა,გამოფენა,პრეზენტაციები,საქველმოქმედო აქციები.
8.სარგებელი სხვებისაგან: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი სხვა ქვეყნის თავისებურებების ცოდნაზე და საკუთარის დაფასებაზე.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნობრივი კავშირი ბიოლოგიასთან,ქიმიასთან და გეოგრაფიასთან.
12.პროექტის ფასილილატორი:თიკო ხარისთვალაშვილი(118-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი)
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tinatinxaristvalashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:tikoxaristvalashvili.blogspot.com
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
понедельник, 14 декабря 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий